იურიდიულ საკითხთა წესების კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ერთმანეთს კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია და მოქმედი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეკამათნენ.კამათი ანრი ოხანაშვილის შენიშვნას მოჰყვა, რომელმაც იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სანდრო ბარამიძეს კომიტეტის წესდების შესწავლისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, სანდრო ბარამიძემ მოითხოვა განმარტება, თუ რა მიზეზით არ იმყოფებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრები კომიტეტის სხდომაზე, რომელთა გამოწვევასაც „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მოითხოვს. აღნიშნული რეპლიკის საპასუხოდ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ოხანაშვილს მსგავსი შენიშვნის მიცემის უფლება არ გააჩნია. ოხანაშვილის შეფასებით კი, ეკა ბესელია კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს იმის გამო, რომ ვერ შეელია თანამდებობას.