თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის Victoria’s Secret-ის მფლობელმა კომპანიამ L Brands-მა, ოფიციალურად გადადო შოუ-ჩვენება, რომელსაც ყოველწლიურად მართავდა. აღნიშნულის შესახებ Business Insider-ი კომპანიის ფინანსურ დირექტორზე დაყრდნობით წერს.
ფინანსურმა ხელმძღვანელმა ამის შესახებ განცხადება ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შოუ Victoria’s Secret ნამდვილად იყო ცნობილი მარკეტინგული მოვლენა, თუმცა, ბოლო წლებში ის გაყიდვების ზრდაზე გავლენას ვერ ახდენდა.
ხმები შოუს გადადების შესახებ ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა, მაშინ როცა ბრენდის ერთ-ერთმა მოდელმა შანინა შეიკმა მედიასთან კომპანიის გეგმებზე ისაუბრა. მაშინ L Brands-ს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აცხადებდნენ, რომ რაღაც ცვლილებები მზადდებოდა.