17:30
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
ვინ არიან ადამიანები, ვინც მთაწმინდაზე 50 უკვდავი ბუმბერაზის საფლავს ერთგულად იცავენ: "გალაქტიონს ვერაფერს ვეკითხები, ჩუმად ვარ მის საფლავთან"
11-02-2019

ვინ არიან ადამიანები, ვინც მთაწმინდაზე 50 უკვდავი ბუმბერაზის საფლავს ერთგულად იცავენ: "გალაქტიონს ვერაფერს ვეკითხები, ჩუმად ვარ მის საფლავთან".

ეპოქა და ეპოქაში გაცოცხლებული გენიები. საერო და სასულიერო პირები, კორიფეები, მთაწმინდა და ქართული კულტურის შემოქმედები... აქ ჩვეულებრივი მოკვდავი უკვდავი ხდება, ამ ადგილს მთაწმინდის პანთეონი ჰქვია... აქ განსვენებულთა უმრავლესობას უდიდესი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მამა დავითისკენ მიმავალი აღმართი, მათ უკანასკნელად აიარეს და სამუდამო ბინა, ამ ადგილზე დაიდეს. ასე იქცნენ მოკვდავები უკვდავებად...

მთაწმინდის პანთეონის დაარსების ისტორია ყველა დროის ჭირისუფალივით იცის. დიდი პერსონების სამარხებს, პროფესიით მათემატიკოსი უვლის. ჯერ იყო კომაროვის სკოლა, მერე უნივერსიტეტი, სხვადასხვა სამსახურები და ბიზნესიც კი. ცხოვრებამ ბოლოს რჩეულთა სასაფლაოზე მოიყვანა. უკვე 20 წელზე მეტია, რაც 72 წლის შოთა გაგუას ყოველი დღე  დილის ცხრა საათიდან, პანთეონის ქვის ჩუქურთმებში ძეგლებად ქცეულ ბუმბერაზებს მტვერისგან ათავისუფლებს.

უკვე 20 წელია მთაწმინდის პანთეონში საფლავებს უვლის. 56 წლის მზია გორგიშვილი პროფესიით ქიმიკოსია.  წლების წინ კოლბებს პროზა და პოეზია არჩია და ქიმიურ ლაბორატორიას პანთეონის მოვლა. მას თავის დიალოგი აქვს საყვარელ ავტორებთან. შემოქმედები წიგნის ფურცლებიდან ესაუბრებიან, ის კი აქედან უზიარებს თავის სათქმელს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
თომა
11-02-2019
გენაცვალე გულში და სულში კაი კაცო
სხვა სიახლეები