შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე თემურ კეკელიძე დაინიშნა. თანამშრომლებს ის შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა.მანამდე თემურ კეკელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.