ვინ გახდა საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი? - Palitra News

ვინ გახდა საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი?

2016-12-29 10:35:57+04:00

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოება სასტუმრო "რუმს ჰოტელ თბილისში" გაიმართა. აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: გურამ კაშია, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი.