ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი - კონკურსის მეორე ტურში გასული ხუთი კანდიდატიდან სამთან გასაუბრება დღეს იმართება. ხუთშაბათს კი კონკურსის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება, სადაც გენერალური დირექტორობის ხუთივე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას და მათ ერთი და იმავე სამ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. უკვე პარასკევს კი დანიშნულია სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც კენჭს ერთი რომელიმე კანდიდატის დირექტორად არჩევას უყრიან.