თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზაურებადი პირები მე-13 ხელფასს მიიღებენ, - ამის შესახებ დღეს, თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სამუშიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს არ აიღებენ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები და მათ ნაცვლად მეცამეტე ხელფასს მიიღებს მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები, მათი დამხმარეები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვები.