"ბავშვთა სამყაროსთან" დაზარალებული მოვაჭრეები იკრიბებიან. ისინი დღეს ადმინისტრაციისგან ელოდებიან ნებართვას, რომ საკუთარ დახლებთან მივიდნენ და გადარჩენილი ნივთების გამოტანა შეძლონ. მოვაჭრეები ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მოითხოვენ, რომ შეუქმნან მათ უსაფრთხო პირობები, რათა შეძლონ გადარჩენილი ნივთების გამოტანა. ამ ეტაპზე “ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე მხოლოდ დაცვის სამსახურია მობილიზებული.