იარაღი ცხოვრებაში არ მქონია, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს, სადაც ადვოკატმა აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის. ჟურნალისტის მტკიცებით, ამოღებულ იარაღთან კავშირი არ აქვს.
იხილეთ: იარაღი, რომელიც მამა გიორგის ბინიდან ამოიღეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის - დეკანოზის ადვოკატი