რეორგანიზაციის ფარგლებში, ოპტიმიზაცია უწყებაში ძირითადად სამოქალაქო პერსონალს შეეხება - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა დასავლეთ საქართველოში სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება. მისივე თქმით, ოპტიმიზაცია სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობაზე არ აისახება.