"მილიარდ ნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი "ქართუ" - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს 600 000 ადამიანი გამოყოფილია შემდეგი კრიტერიუმით: ვისაც ერთ წელზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2000 ლარამდე. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება და სესხები განულებას "ქართუ ბანკი" სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში მოახდენს.
იხილეთ: