ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა პეკინის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღო კადრები, რომელშიც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერზე, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ნაცვლად, პარტია "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქში განახლდა სალომე ზურაბიშვილის სხვა ბანერებიც, რომელზეც განახლებულია მესიჯიც. "პრინციპული არჩევანი" - ასეთია ზურაბიშვილის ახალი სლოგანი.
იხილეთ:
ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ბანერებზე - მმართველ გუნდში განმარტებები გაკეთდა"რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა; გადაფხიკე და მოიგე" - როგორ გამოეხმაურნენ ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდზე ივანიშვილის ფოტოს გამოსახვას?