ვისი მოკვლა სურდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს - მთავარ პროკურატურაში პატრიარქის ან სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უარყოფენ. პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რეზონასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, მთავარი პროკურორის მხრიდან არ ყოფილა საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობაზე. ორშაბათს მთავარი პროკურატურა განმარტავდა, რომ შხამიანი მომაკვდინებელი ნივთიერება ციანიდით დეკანოზი აეროპრტში დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად.
იხილეთ:მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი