"ვისოლ ჯგუფმა" სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა და ახალგაზრდებს, დასაქმების რეალური შესაძლებლობა მისცა "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში: "ვისოლში", "სმარტში", "ვენდიში", "დანკინ დონატსში" და "ვიანორში".ფორუმზე სტუდენტებს ასევე ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალება ჰქონდათ. ამასთან, ღონისძიებაზე, "ვისოლ ჯგუფში" დასაქმებულმა წამყვანმა პროფესიონალებმა, სტუდენტებს საკუთარი კარიერული წინსვლის გამოცდილება გაუზიარეს.
500-მდე თანამშრომლით "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. აღსანიშნავია, რომ "ვისოლ ჯგუფი" ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. სწორედ ამ მიზნით, კომპანიამ ჯერ კიდევ 2011 წელს ჩამოაყალიბა "ვისოლ ჯგუფის" აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია, შეიძინოს ახალი კომპეტენციები და დაწინაურდეს.