07:11
7 ივნისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
ვისთვის "ღორმუცელა", ვისთვის "მთის ზვიგენი" - გაიცანით სამურავი, რომელსაც 50-გრადუსიანი ყინვაც არასდროს აშინებს
12-03-2018

სამურავი კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარაა, რომელიც მართალია, კვერნასა და წავის, მაჩვის, სკუნსისა (იგივე მყრალას) და ქრცვინის ახლო ნათესავად ითვლება, მაგრამ გარეგნული მახასიათებლებით მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან. სხვათაშორის,  ლათინურიდან თარგმანში ცხოველის სახელი "ღორმუცელას" ნიშნავს, ნორვეგიელები კი, სამურავს "მთის ზვიგენს" უწოდებენ.

სამურავი ევრპოპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ რეგიონებში ბინადრობს, კარგად ეგუება მკაცრ კლიმატს და 50-გრადუსიანი ყინვაც არასდროს აშინებს. ძალიან მოსწონს ალპიური მინდვრები და ტუნდრა, დაბურული ტყეები, ტაიგა და ყოველთვის ერიდება ადამიანთან შეხვედრას. ფართოდ გავრცელების მიუხედავად, სამურავი არსად ქმნის მჭიდრო დასახლებას, ამიტომ სურვილის შემთხვევაშიც კი, საკმაოდ რთულია მისი ახლოს გაცნობა.

AutoPlay
ყველაფერი, რაც შეიძლება ვიცოდეთ ან არ ვიცოდეთ კიბორჩხალაზე
02-04-2020
როგორ ნადირობენ და რა ცხოვრების წესი აქვთ ეთიოპიურ მგლებს
05-03-2020
ჩინეთის ენდემიკი - ანთარისებრთა ოჯახის წარმომადგენელი შავი რინოპიტეკი - გადაშენების ზღვარზე მყოფი უნიკალური მაიმუნი
26-09-2019
ძუძუმწოვარა, რომლის სახელი "გორგალში შეკრულს" ნიშნავს - ჯავშანში დამრგვალებული პანგოლინი ნაძვის გირჩს უფრო ჰგავს, ვიდრე ხვლიკს
12-09-2019
ერთი შეხედვით მომხიბვლელი ყარყუმი, სინამდვილეში საოცრად აგრესიულია და ადამიანზე თავდასხმასაც არ ერიდება - მას ბეწვის ფერის შეცვლა ამინდის შესაბამისად შეუძლია
05-09-2019
მისი სახელი გრაციოზულს, სწრაფს და კარგი ჯისისას ნიშნავს - მოხდენილი და საოცრად მოქნილი ტომსონის ქურციკი მეხუთე პოზიციით ლიდერობს სწრაფ ცხოველებში
01-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები