მეცნიერების საერთაშორისო კოლექტივმა ვიტამინი D-ს მოულოდნელი თვისება აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მას შეუძლია რესპირატორული ინტოქსიკაციებისგან (სასუნთქი გზების დაზიანება) ორგანიზმის დაცვა. კვლევას ვრცლად გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს.მეტაანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვიტამინის რეგულარული მიღებით (არანაკლებ კვირაში ერთხელ), შესაძლებელი გახდება თავიდან ავიცილოთ გაციება, პნევმონია, ბრონქიტი და სხვა ჰაერ - წვეთოვანი გზით გადამსვლელი დაავადებები.