ბათუმში ინფრასტრუქტურის აღდგენა და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს ინფრასტუქტურა განსაკუთრებით დაზიანდა. მის მოსაწესრიგებლად მერიის ყველა სამსახური ჩართულია. სანიტარული დასუფთავების სამსახურმა მიმდებარე ტერიტორიაზე მორეცხვითი სამუშაები და ნაგვის გატანა დროულად მოახერხა. მოიჭრა ერთი ხე, რომელიც აქციის მონაწილეებმა დაწვეს. ქალაქში დაზიანებული ფილების ჩანაცვლება და საგზაო ნიშნების გამოცვალა მიმდინარეობს. ასევე გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების აღდგენითი სამუშაოები. დაკარგულია 25 ერთეული გზაგამყოფი დეკორატიული ღობე, რასაც უახლოეს დღეებში აღადგენენ. ბათუმის მერიაში ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს და შედეგები მალე გახდება ცნობილი.