ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით დღეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი ანტიკრიზისული გეგმა არა თუ საარჩევნო მოსყიდვა არამედ ანტიკრიზისული ღონისძიებაა. მისი თქმით ოპონენტების რეაქციები ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით გაუგებარია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გუშინ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია მოსახლეობისთვის პირდაპირი წესით თანხების დარიგებას ითხოვდა.
ცქიტიშვილი ამბობს რომ ყველა ის პაკეტი, რომელიც მთავრობამ შექმნა მიმართულია მოქალაქეებისა და სექტორის საჭიროებებზე.