რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი BP-ის ხელმძღვანელს რობერტ დადლის და სხვა ბრიტანული კომპანიების წარომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს. პესკოვის თქმით, შეხვედრის ინიციატივა რობერტ დადლის ეკუთვნის, რასაც ვლადიმერ პუტინი დათანხმდა. მრგვალ მაგიდასთან შეხვედრა იმ ბრიტანული კომპანიების ხელმძღვანელებთან გაიმართა, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებენ. შეხვედრის ფარგლებში ბიპის ხელმძღვანელმა პუტინს ასევე შესთავაზა თითოეულ ბრიტანელ ბიზნესმენთან შეხვედრები პირისპირაც აწარმოოს, რომლის ორგანიზებასაც პესკოვის თქმით, ცოტა დრო დასჭირდება. "პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიპი ყოველთვის სარგებლობდა და ისარგებლებს რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით. ეს მიდგომა მოქმედებს ყველა იმ უცხოელი ინვესტორის მიმართ, რომლებიც მიუხედავად ყველაფერისა აგრძელებენ რუსეთში მუშაობას და ახორციელებენ ორმხრივად სარგებლის მომტან პროექტებს" - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.