07:47
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ვლადიმირ ზელენსკი - გაერო-ს ქვეყნებს ვიწვევ, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაციას შეუერთდნენ და დაგმონ ოკუპაცია
23-09-2021

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაციას შეუერთდნენ. „ყირიმის დეოკუპაციის შესახებ „ყირიმის პლატფორმის” პირველ სამიტში 46 სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობა არის გაერო-ს ძირითადი პრინციპების ერთგულება და მე ძალიან მადლობელი ვარ თითოეული ამ ქვეყნის. გაერო ჩვენ ყველანი ვართ, ეს არის 193 ქვეყანა და მე ვიწვევ ყველა ამ ქვეყანას, შეუერთდეთ „ყირიმის პლატფორმის” მონაწილეთა ერთობლივ დეკლარაციას, დაგმოთ ოკუპაცია და აჩვენოთ, რომ მსოფლიოში საზღვრების ძალისმიერი შეცვლის წინააღმდეგი ხართ,“- განაცხადა პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა გაერო-ს წევრებს, მხარი დაუჭირონ განახლებულ რეზოლუციებს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა პირველ მრჩეველზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებებისა და რეფორმების ფასი.

AutoPlay
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ყირიმის ოქროს არტეფაქტების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
სიცილიაში წყალდიდობას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება მის მხარდამჭერებს არ ეძლევათ
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
თუ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს - გაერო
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები