ვმკითხაობთ პრემიერ-მინისტრთან ერთად, როდის გადაწყვეტს ივანიშვილი ამა თუ იმ მინისტრის შეცვლას - ბაქრაძე - Palitra News

ვმკითხაობთ პრემიერ-მინისტრთან ერთად, როდის გადაწყვეტს ივანიშვილი ამა თუ იმ მინისტრის შეცვლას - ბაქრაძე

2019-05-05 17:01:47+04:00

პარტია „ევროპული საქართველოს „ წევრები მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხს ეხმაურებიან. როგორც დავით ბაქრაძე განმარტავს, პროგნოზების გაკეთება რთულია. ამასთან იგი მამუკა ბახტაძის ნათქვამსაც გამოეხმაურა, რომელშიც პრემიერი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები არ იგეგმება თუმცა შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება მაშინ მიიღება თუ რომელიმე რგოლი სამთავრობო პროგრამის შესრულებას ვერ შეძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბაქრაძე ამბობს, რომ ვმკითხაობთ პრემიერ-მინისტრთან ერთად, თუ როდის გადაწყვეტს ბატონი ივანიშვილი ამა თუ იმ მინისტრის შეცვლას. ბოლო საკადრო ცლილებას, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობის დატოვებას აფასებს გიგა ბოკერია.