თბილისის მერიის მიერ დაანონსებული ღამის ეკონომიკის განვითარების გეგმის პრეზენტაცია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გადაიდო. თუმცა კახა კალაძის განცხადებით, მერია ამუშავებს დოკუმენტაციას, თუ რა პაკეტი შეიძლება შესთავაზონ ღამის ეკონომიკის სექტორის წარმომადგენლებს, რათა შეუმსუბუქდეთ პანდემიის გამო გამოწვეული არსებული რთული ვითარება. შეგახსენებთ, ყველა ის კაფეები და რესტორნები, რომელბსაც მერიასთან აქვთ ხელშეკრულება და მუნციპალური ან სახელმწიფო ქონება იჯარით აქვთ აღებული, განთავისუფლებული არიან იჯარის გადასახადისგან. რაც შეეხება სხვა მიმართულებით დახმარების პაკეტს, ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.