რუსული შეჭრისგან უკრაინის დაცვა თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ეს არის ომი ევროპაში პირობების კარნახის უფლებისთვის - იმისთვის, თუ როგორი იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი“, - აღნიშნა ზელენსკიმ მადრიდში ნატო-ს სამიტზე ვირტუალური მიმართვისას.
უკრაინის პირველმა პირმა მეტი იარაღი, ფინანსური დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში კვლავ შეუძლია ჰქონდეს ალიანსის მხარდაჭერისა და დახმარების იმედი, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.