მომავალი წლიდან ზარებისა და ვიდეოზარების WhatsApp-ით განხორციელება კომპიუტერებიდანაც შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ამ მესინჯერის ცალკეული მომხმარებლებისთვის ეს ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია სატესტო რეჟიმში საახალწლო დღესასწაულების პერიოდში.
მათივე ცნობით, WhatsApp-ის ვიდეოზარების გამოჩენა კომპიუტერებში კონკურენციას გაუწევს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა: Zoom და Google Meet-ი.WhatsApp - არის მესინჯერი, რომელიც მუშაობს მობილურ მოწყობილობებში. ის 2014 წელს Facebook-მა 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. აპლიკაციის მომხმარებლების რაოდენობამ კი 2 მილირდს გადააჭარბა.