ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ტალინის, ბარის, კოპენჰაგენის, ეინდჰოვენის, ბაზელის და ბრიუსელის მიმართულებით ფრენებს 10 სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნული მიმართულებების გარდა 2020 წლის ზაფხულამდე პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 10 ქალაქში დაიწყება.
ცნობისათვის, WIZZ Air-მა ქუთაისის ექვსი ახალი მიმართულებით ფრენების დაწყებას აგვისტოში გეგმავდა. თუმცა საოპერაციო შეფერხების გამო ფრენები 10 სექტემბრამდე გადაიდო.