საქართველოს ავიაბაზარზე პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. Wizz air-ი პარიზისა და ტალინის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 10 ევროპული ქალაქის მიმართულებით, ფრენის სიხშირე იზრდება. კიდევ ერთი პოზტიური სიახლე - საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ Flyadeal-მა დაიწყო ოპერირება. გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიადიდან და ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი რეისები შეასრულა.