უნგრულმა დაბალბიუჯეტინმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა ლონდონის ლუტონის აეროპორტებიდან ფრენები განაახლა.როგორც The Sun-ი წერს, ბიუჯეტური ავიაკომპანია ჯერ-ჯერობით მხოლოდ 10%-იანი დატვირთვით იმუშავებს. აღდგენილ რეისებს შორისაა რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთისა, სლოვაკეთის, ისრაელის, პორტუგალიისა და სერბეთის მიმართულებები. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენილი ფრენებით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, რომელთათვის გადაადგილება აუცილებლობას წარმოადგენს.
ამასთან, ბორტზე ახალი რეგულაციებია დაცული. მაგალითად, 2-მეტრიანი მანძილი მგზავრებს შორის, ასევე ეკიპაჟის წევრები ვალდებულები არიან მგზავრობის პერიოდში ატარონ ნიღბები და ხელთათმანები. ბორტზე ყველა მგზავრს დაურიგდება სანიტარული ხელსახოცები. კომპანიაში ამბობენ, ბორტს დეზინფექცია ყოველი ფრენის შემდეგ ჩაუტარდება.
ცნობისთვის, Wizz Air-ი ფრენების აღდგენას ესპანეთის მიმართულებითაც გეგმავდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მადრიდსა და ბარსელონაში კომპანიამ ფრენები ივნისამდე შეაჩერა.