ჩინეთის ხელისუფლება ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების „შავ სიას“ ადგენს, თუმცა, ჯერ ვერ გადაუწყვეტია, როდის გამოაქვეყნოს. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთის უწყებათშორისმა კომისიამ დააჩქარა მუშაობა სიის შედგენის მიზნით, რაც უნდა გახდეს პეკინის პასუხი ვაშინგტონის მხრიდან უკვე მიღებულ ზომებზე. ჩინეთი ამ ამერიკული კომპანიების მიმართ განიხილავს სანქციების დაწესებას.
პირველად ამერიკული კომპანიების „შავი სიის“ შედგენაზე პეკინმა 2019 წელს განაცხადა, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა Huawei Technologies-ის წინააღმდეგ შემოიღო შემზღუდავი ზომები.