წამყვანმა ამერიკულმა გაზეთებმა - The Wall Street Journal-მა და New York Times-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მოგების ზრდის შესახებ გამოაცხადეს. ზრდა ხელმომწერების მატების შდეგად იქნა მიღწეული. ხელმომწერების ზრდის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა კი გაანეიტრალა რეკლამებიდან მიღებული მცირე შემოსავლები.
კომპანიამ News Corp.-მა რომელსაც ეკუთვნის WSJ, HarperCollins Publishers-ი და საინფორმაციო სააგენტოები დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, მესამე კვარტალში 34 მილიონი დოლარის წმინდა მოგების შესახებ გამოაცხადა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისმა წმინდა მოგებამ 227 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამასთან, მესამე ფინანსურ კვარტალში გაორმაგებულ წმინდა მოგებაზე გვამცნობს, კომპანია New York Times Co., რომელიც ამავე სახელწოდების გაზეთს გამოსცემს. კომპანიის ინფრომაციით, მისმა წმინდა მოგებამ 33 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს 16 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო.