ვიდეოსერვისი YouTube ტესტავს ფუნქციას, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ პლატფორმაზე არსებულ რეკლამებში წარმოდგენილი პროდუქციის პირდაპირ შესყიდვა მოხდეს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, ვიდეოჰოსტინგმა კომპანიებს შესთავაზა გამოიყენონ სპეციალური პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია Google-ის ანალიტიკისა და ვაჭრობის ინსტრუმენტებთან. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სერვისი YouTube-ის ვიდეორგოლებს ერთგვარ კატალოგად გადააქცევს, რომლის ნახვისას მსურველებს პროდუქციის შეძენა ისე შეეძლებათ, რომ არ გადავიდნენ Amazon-ზე ან სხვა სავაჭრო პლატფორმებზე.
შეგახსენებთ, YouTube მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ პორტალია. მას ყოველდღიურად ასეული მილიონობით ვიზიტორი ჰყავს.