კომპანია Universal Music-მა YouTube-ზე ჯგუფ Queen-ის ლიდერის ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა „Time Waits For No One“ გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოს ანოტაციაშია ნათქვამი, სიმღერა მერკურის გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე, 1986 წელს არის ჩაწერილი და ის აუდიოს სახით არადროს გავრცელებულა.
"სიმღერა ფრედის მეგობრის, მუსიკოსისა, სიმღერების ავტორისა და პროდიუსერის დეივ კლარკის ორწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა", - ნათქვამია ანოტაციაში.