"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იმ ადამიანების სიის გასაჯაროვებას მოითხოვს, რომელიც მისი თქმით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ერთ დღეში დაასაქმა.როგორც ზაალ უდუმაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახეზეა ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მისივე თქმით, როდესაც საკრებულოს დეპუტატებმა სია გამოითხოვეს, მათ პასუხად მიიღეს ფურცელი, სადაც სახელებისა და გვარების ადგილი ცარიელია.