სახის კანის მოვლა წლის ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ კანი ზაფხულშიც რომ იდეალურად გამოიყურებოდეს, სპეციალისტების რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
ზაფხულში სახის კანის მოვლაზე როდესაც ფიქრობთ, პირველი, ბუნებრივია, მზისგან დამცავი კრემი გახსენდებათ. გარდა ამისა, სერიოზულ საზრუნავს გვიჩენს პიგმენტური ლაქებიც.
სახის არათანაბარი ფერი, ფოტოდაბერება, კანის გამუქება — პიგმენტაციას სხვადასხვა სახელი შეიძლება ეწოდოს. მაგრამ ის ყოველთვის არასასურველი და პრობლემურია.
ზაფხულში უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მზისგან დაცვას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კანის კარგად დატენიანება და დაბანა.
კომპლექსური მოვლის იდეალური ფორმულა შექმნა ბიონექსმა. კომპანიამ, რომელიც ოცი წელია ანებივრებს მომხმარებელს ნატურალური კომპონენტებით დამზადებული პროდუქციით. საუკეთესო შედეგის მისაღწევად გამოიყენეთ ბიონექსის მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს კონცენტრირებულ აქტიურ ინგრედიენტებს, იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან და ხელს უშლის მის დაბერებას.
ბიონექსის გამწმენდი გელი-ტონიკი და მიცერალური წყალი ეხმარება კანს შეამციროს მგრძნობელობა და აღადგინოს მისი სტრუქტურა. თვალის გარშემო კრემი და შრატი უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას.
ბიონექსი - ეს არის ბუნებრივი ზრუნვა თქვენი კანისთვის... ბიონექსის სახის, ფეხის, ხელისა და თმის მოვლის საშუალებები არ შეიცავს ალუმინს, პარაბენს, არომატიზატორებს, ალკოჰოლს და ხელს უწყობენ კანის ტონის კორექტირებას. ბიონექსი ეს არის თქვენი კანი პიგმენტაციის და ნაოჭების გარეშე.
ბიონექსმა სპეციალურად შექმნა ანტიბაქტერიული შემადგენლობის დეო-მინერალი, რომელიც ხელს უშლის უსიამოვნო სუნის გაჩენას და იცავს კანს მთელი დღის განმავლობაში.