ზაფხული აქტიური დასვენების პერიოდია. როდესაც დასასვენებლად მივდივართ ვიცვლით კვების რეჟიმის და რაციონს. მოგზაურობა ასევე დაკავშირებულია ჰაერის, წყლის, ცვლილებასთან. რის დროს, ან შემდეგ შეიძლება დაიწყოს მთელი რიგი პრობლემები: როგორიცაა გასტრიტის გამწვავება, ქოლეცისტიტი, ნაწლავური ინფექციები, ყაბზობის და ფაღარათის პრობლემები...
რესტორნებსა და კაფეებში კვება, გამაგრილებელი სასმელების ჭარბად მიღება უარყოფითად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, განსაკუთრებით იმ პირებში, ვისაც ადრეც ჰქონიათ ამ მხრივ პრობლემა. გამოიხატება შემდეგი ჩივილები: გულძმარვა, ტკივილი ეპიგატსრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ... ამ დროს სასურველია მიმართოთ ექიმს და დროულად დავეხმაროთ ორგანიზმს.