10:24
11 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ზაფხულში "ბაიერნი", შესაძლოა, ტომას ტუხელმა ჩაიბაროს
05-12-2019

გერმანული მედიის ინფორმაციით მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჰანს-დიტერ ფლიკი გაწვრთნის, თუმცა ზაფხულში ტომას ტუხელი ჩაიბარებს. როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, ფლიკი „რეკორდმაისტერის“ პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდს ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს. მის მემკვიდრეთა შორის კი, ყველაზე რეალური კანდიდატი ტომას ტუხელია, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, მიუნხენელები მზად არიან პარიზიდან გერმანელი დამდეგ ზაფხულს გადაიბირონ. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა, ხოლო ბუნდესლიგაში 24 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები