ოზურგეთში "ზარას“ სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება. სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობის დაწყებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ოზურგეთს ესპანური კომპანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია 16 იანვარს ეწვევა. "ზარას“ საწარმო ოზურგეთში პროექტის ,,აწარმოე საქართველოში ფარგლებში" აშენდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 5,5 მილიონი ლარია. "ზარა“ კომპანია "ინდიტექსის“ სავაჭრო ქსელია, რომელიც ესპანელ მაგნატს ამანსიო ორტეგას ეკუთვნის. ბრენდის მთავარი ოფისი ქალაქ ლა-კორუნიაში მდებარეობს, სადაც 1975 წელს პირველი მაღაზია გაიხსნა.