2021 წლის პირველი კვარტალი სესხის გამცემმა სუბიექტებმა 8 მილიონ 791 ათას 796 ლარის წმინდა მოგებით დახურეს, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3 მილიონ 774 ათას 486 ლარის ზარალი ნახეს.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, კონსოლიდირებულ მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 261 მილიონ 600 ათასი ლარით მეტი სესხი გასცეს. კერძოდ, სესხის გამცემი სუბიქტების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 697 მილიონ 567 ათას 640 ლარის სესხი გასცეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 435 მილიონ 916 ათას 655 ლარის.
ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში სესხის გამცემი სუბიექტების საპროცენტო შემოსავალმა 28 მილიონ 723 ათას 151 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, რეგისტირებული იყო 191 სუბიექტი, 2019 წლის იანვარში კი, როდესაც მათ რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა.