"ქართული ოცნების" გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის განცხადებით მარნეულში მომხდარ ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის სტილია. მისი თქმით ქართული ოცნება ძალადობას გტმობს ხოლო ნაციონალური მოძრაობა მუნიციპალიტეტეში პროვოკაციას დილიდან აწყობდა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება და „ქართული ოცნება“ იქნება იმის გარანტი, რომ არანაირი პროვოკაცია არ მოხდება.შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. ასევე, კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პირველი არხის“ ოპერატორს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.