ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას - Palitra News

ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას

2020-10-03 14:54:55+04:00

მარნეულის მერის და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის განცხადებით, სიცრუეა, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორი იყო. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. როგორც ის აღნიშნავს, მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი იყო.