საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში ქართველი გულშემატკივრისთვის NBA-ის თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია 2008 წლის აგვისტოს ომის მეომრების მოგონებით დაიწყო."ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჩვენი მეომრები დავკარგეთ და ისინი მინდა მივიგონო. მე ნამდვილად ვერ ვიამაყებ ამ თასით ისე, როგორც მე ვამაყობ მათით. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ და ძალიან ბევრი მეომარი დავკარგეთ, ვინც ჩვენს ქვეყანს იცავდა",- აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.