ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ 26 მაისს სასამართლო სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისიც გამოკითხონ. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზადაა შესაბამის ორგანოს ის ინფორმაცია მიაწოდოს, რასაც მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფლობს. დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაიკითხა. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან. , პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ კი უარყო ინფორმაცია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მაია ნიკოლეიშვილისა და ადვოკატ ინგა შარაშენიძის მიმართ ზეწოლასა და მუქარას.