ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე გადასვლის შესახებ იუწყება. როგორც გარდაცვლილი მოზარდის მამა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოშორება გადაწყვიტა. "როგორც ირკვევა მალხაზ მაჩალიკაშვილზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად.ვინაიდან ჩვენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი, ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს ან კიდევ სხვა რამ.ბატონო გომელაურო, ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან, ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე", - წერს ზაზა სარალიძე.