ლობიო განსაკუთრებით უყვართ ხოჭოებს, რომლებიც შიგნიდან აზიანებენ მცენარეს და შიგნით ბუდდებიან. გარეგნულად შესაძლოა ასეთ ლობიოს შავი წერტილებიც ქონდეს. იმის გარკვევა არის თუ არა ხოჭოთი დაზიანებული მცენარე, მარტივია. ჩაყარეთ წყალში ის და ამოურიეთ, ის მარცვლები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, დაზიანებულია და აუცილებლად გადაყარეთ. გახსოვდეთ ხარისხიანი ლობიოს მარცვლები, აუცილებლად უნდა პრიალებდეს და არ უნდა იყოს მქრქალი.გამომშრალი ბარდის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ მის შეფუთვაში არ იყოს მტვერი, ყველა მარცვალი იყოს თანაბარი ზომის. დახლზე შესაძლოა შეგხვდეთ როგორც მთლიანი, ასევე შუაზე გაყოფილი ბარდაც. სასარგებლო თვალსაზრისით არ აქვს მნიშვნელობა რომელს მიირთმევთ, უბრალოდ გაითვალისწინეთ, მთლიან მარცვალს 4 თვით მეტი აქვს შენახვის ვადა, თუმცა მას შედარებით მეტი დრო სჭირდება მოსახარშად, ვიდრე გაყოფილს. ალბათ არაერთხელ შეგიძენიათ ბარდა, რომელიც სახლში მოტანის შემდეგ უგემური და უხეში გამოდგა. დღეიდან უკვე გეცოდინებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მის შეფუთვაზე, რომ მსგავსი უსიამოვნო ფაქტი აღარ გამეორდეს. ბარდის მოსავლის სეზონი დაახლოებით 1 ივნისიდან 10 ივლისამდეა, ხარისხიანი დაკონსერვებული ბარდა აუცილებლად ამ ვადაში უნდა იყოს დამზადებული. ამიტომ დააკვირდით შეფუთვაზე თარიღს, თუ ბარდა არა ივნისსა და ივლისში, არამედ სხვა თვეებშია წარმოებული, ის არ არის ნედლადდაკონსერვებული. მწარმოებლებმა გამხმარი ბარდა დაალბეს, მოხარშეს და მხოლოდ ამის შემედგ დააკონსერვეს. ასეთი ბარდა უხეშია და ნაკლებად გემრიელი. ასეთ ბარდას მღვრიე წყალი აქვს მაშინ, როცა სეზონზე დაკონსერვებულს კამკამა წყალი ექნება.
ექსპერიმენტით შეგიძლიათ დაადგინოთ, ბარდა დაკონსერვებამდე ნედლი და ახალი იყო, თუ დამომშრალი და აღდგენილი. ამისთვის აიღეთ ბარდის მარცვლები და მთელი ძალით დააგდეთ, თუ მარცვალი დაზიანდა, ან გადავიდა ფურცელზე ის ხარისხიანია, რადგან ნედლადაა დაკონსერვებული. გამომშრალი მცენარე კვალს არ დატოვებს დაგდებისას. ახლადაკონსერვებული ბარდა მარტივად ისრისება ხელში.