ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს.
სოფელ ილემის ბაგა ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.
იხილეთ: სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 11 ბავშვი და 3 ზრდასრული მოიწამლა - სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება