ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში ორი თანამშრომელი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საწყობში მყოფ თანამშრომლებს რელსები დაეცა.
დაშავებულები ზესტაფონში საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
"საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.