მცენარეული ზეთის ექსპორტზე კვოტები რუსეთის შემდეგ შესაძლოა, უკრაინამაც დაწესოს. ქვეყანაში აღნიშნული საკითხი უკვე აქტიურად განიხილება. მართალია, უკრაინულ ზეთს ქართულ ბაზარზე არც ისე დიდი წილი უკავია, თუმცა ექსპორტის გამკაცრება ცხადია, ფასზე ნეგატიურად აისახება.
აღსანიშნავია, რომ წელს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინული ზეთის იმპორტი 63,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უკრაინიდან 159 ათას 200 დოლარის პროდუქტი შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 362 ათას 600 დოლარი გახდა.
რაც შეეხება ზეთის იმპორტის მთლიან მაჩვენებელს, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 3 ათას 454 დოლარის ზეთი შეიძინა, საიდანაც 4% უკრაინაზე მოდიოდა. ხოლო,2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 5 ათას 598 დოლარის ზეთი შემოვიდა, საიდანაც უკრაინას 6%-ანი წილი ერგო.