გონიოში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა. შავ ზღვაში დაკარგულ სამხედროებს პატივი მიაგეს. თავდაცვის მინისტრი და გენერალურიშტაბის უფროსი, კატარღით გონიოს საზღვაო აკვატორიაში შევიდნენ და წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.სპეციალური დანიშნულების ძალების სამხედრო მოსამსახურეები საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს. დაკარგულების მოსაძებნად ინტენსიური ღონისძიებები გატარდა, რომელშიც ჩართული იყო სამინისტროს დანაყოფები, მათ შორის ავიაცია. ოპერაციაში ასევე, ჩართული იყო თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა და რადარებით აღჭურვილი თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაღმმძებნი ხომალდი.