გონიოში დღეს, ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ცერემონია გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, საზღვაო ზოლის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც წვრთნებისას შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ჯარისკაცების სამხედრო-საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და უწყების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან. ცერემონიის ფარგლებში, ზღვაში ყვავილებს გაუშვებენ.