კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მოსამართლემ აღნიშნული მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლში გადააკვალიფიცირა და ორივე ეპიზოდზე რომან შამათავას 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებას, გარდაცვლილების ახლობლების პროტესტი მოჰყვა. ახლობლები მიიჩნევენ, რომ შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა საკმარისი სასჯელი არაა იმ დანაშაულისთვის, რომელიც რომან შამათავამ ჩაიდინა.