22:24
26 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჟენევაში დღეს ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება
21-01-2022

ჟენევაში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისი და რუსეთის მიერ „უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებული წინადადებები იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრისგან მნიშვნელოვან გარღვევებს არ ელოდება. მისი თქმით, რუსეთთან, სხვადასხვა ფორმატში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებს ჰქონდათ დრო ეფიქრათ იმაზე, რაც ამ შეხვედრების დროს მოისმინეს, ამიტომ, სერგეი ლავროვთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა დასკვნები გამოიტანა რუსეთმა დიპლომატიური საუბრებიდან და შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური გზის გაგრძელება არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.

AutoPlay
მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს, იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
მედია - რუსები მარიუპოლში დიდი ეკრანის საშუალებით რუსული სახელმწიფო ტელევიზიების პროგრამებს ტრანსლირებენ
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
“როიტერსი" - თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
ემანუელ მაკრონმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საკითხი განიხილეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ფინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები